პოლონეთის საბჭოური წარსულისგან თავისუფლდება

ვარშავაში, მდინარე ვისლას სანაპიროზე, ერთ-ერთ პარკში არსებული საბჭოთა არმიის მემორიალის დემონტაჟი დაიწყეს. მემორიალი 1946 წელს 26 საბჭოთა ჯარისკაცის სამარხის ადგილას დაიდგა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს მემორიალი არა ერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე.

შარშან ოქტომბერში პოლონეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კომუნიზმის ან რომელიმე სხვა ტოტალიტარული წყობის პროპაგანდას კრძალავს. კანონის მოქმედება პოლონეთში არსებულ 230 საბჭოთა ეპოქის ძეგლს შეეხო. რამდენიმე ათეული ძეგლის დემონტაჟი უკვე დასრულდა.