ჟურნალისტის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცის მრჩეველს ბრალდება

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ხაშაჯის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებს. ინფორმაციას ნიუ იორკ ტაიმსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სავაუდო ეჭვმიტანილი საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანი და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის მრჩეველია.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ერ-რიადი აპირებს განაცხადოს, რომ გენერალმა პრინცისგან ხაშაჯის თურქეთიდან და საუდის არაბეთში ჩაყვანის ბრძანება მიიღო. თუმცა გენერალმა ან არასწორად გაიგო მემკვიდრე პრინცის ინსტრუქცია, ან უფლებამოსილებას გადააჭარბა. 

ჯამალ ხაშაჯი, რომელიც საუდის არამეთის ოპოლიტკას აკრიტიკებდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და იქიდან არ გამოსულა. ჟურნალისტის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.