ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება სურთ. ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილეს. სანქციების გაფართოების მიზეზი სოლსბერიში, სკრიპალებთან მოწეამლვის საქმე და ჰააგაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე ჰაკერული თავდასხმაა.

ორივე დანაშაულში ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ.  გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის სამიტზე ლიდერებმა დოკუმენტი დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც, სოლსბერისა და ჰააგაში მოხდარი ინციდენტების შემდეგ ევროკავშირმა შიდა უსაფრთხოება აუცილებლად უნდა გააძლიეროს.
მოსკოვში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.