მკვლელი ჰაერი - 600 ათასი გარდაცვლილი ბავშვი

დაბინძურებული ჰაერი უჩინარი მკვლელია - მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის ორგანიზაციები განგაშს ტეხენ. გარემის დაცვის ევროპულმა სააგენტომ მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, სწორედ ტოქსიკური ჰაერია. მოხსენებაში შეტანილ კვლევებს ეთანხმება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც.