ევროპა ზაფხულის დროს აუქმებს

ევროკავშირის ქვეყნები კვირას ზამთრის დროზე გადავიდნენ, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ბოლო ცვლილება იყოს. სექტემბერში ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ერთიანი წესის გაუქმების და ყველა ქვეყნისთვის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების შესახებ. ვინ რომელ ვარიანტს ამჯობინებს, ამის გასარკვევად ავსტრიულ გრაცში ევროპის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები შეიკრიბნენ.