ანგელა მერკელი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეობაზე უარს ამბობს და ვადის ამიწურვის შემდეგ კანცლერის პოსტიდანაც მიდის. ამის შესახებ მერკელმა განცხადება პარტიის ხელმძღვანელთა თათბირის შემდეგ გააკეთა.