კურსკი - ტრაგედია კინოეკრანებზე

ის ჩაიძირა - ასე მოკლედ და ცინიკურად უპასუხა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როდესაც მას წყალქვეშა ნავ „კურსკზე“ მომხდარ ტრაგედიაზე ჰკითხეს. ტრაგიკული ამბავი, რომელიც 18 წლის წინ ბარენცის ზღვის გაყინულ წყალში მოხდა, ტომას ვინტერბერგის ფილმის სიუჟეტად იქცა. კითხვაზე, რატომ არის ამოღებული სცენარიდან ყველაფერი, რაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არის დაკავშირებული, რეჟისორმა განაცხადა, რომ მას ეს ტრაგედია ადამიანურ ჭრილში აინტერსებდა.