ტერაქტი მელბურნში

თავდასხმა მელბურნში, რომლის დროსაც წინასწარი მონაცემებით ერთი ადამიანი დაიღუპა ტერაქტად შეფასდა. შესაბამისი განცხადება ქალაქის პოლციამ გააკეთა. დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა. ტერორისტის გასანეიტრალებლად პოლიციამ იარაღი გამოიყენა. თავდამსხმელი მუცლის არეში მჭიმე ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.