მილიარდი დოლარი 85 წამში

ინტერნეტ-ვაჭრობის ჩინურმა გიგანტმა ალიბაბამ კვირას გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა. ეგრეთ წოდებულ მარტოხელათა დღეს, კომპანიამ ვაჭრობის დაწყებიდან 85 წამის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა. აქციის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ კი გაყიდვების მოცულობამ 10 მილიარდი შეადგინა. სულ ერთი დღის განმავლობაში ალიბაბამ 30,8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა, რაც 27 პროცენტით მეტია ერთი წლის წინ ამ დღის გაყიდვების მოცულობაზე.