ჩეხეთის პრემიერს შვილის გადამალვაში ადანაშაულებენ

პრაღის ცენტრში მანიფესტაციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიჩის გადადგომა მოითხოვა. საპროტესტო აქციაში საპარლამენტო ფრაქციების დეპუტატებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ. აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, მანიფესტაციაზე 20 ათასი ადამიანი გავიდა, პრაღის პოლიცია კი აცხადებს, რომ აქციაზე მხოლოდ 5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.