ტრამპი და კიმი ისევ შეხვდებიან

შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტების მეორე შეხვედრა 2019 წელს დაიგეგმა. შესაბამისი განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. თუმცა პენსს შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი არ დაუკონკრეტებია. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებს არ სურს ძველი შეცდომების გამეორება, როდესაც ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებები ჯერ მიიღწეოდა, შემდეგ კი არ სრულდებოდა.