მასშტაბური ავარია გერმანიაში

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. ინციდენტი ბავარიაში მოხდა. ერთმანეთს ორი სასკოლო ავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. ხუთი მგზავრის მდგომარეობას ექიმები განსაკუთრებით მძიმედ აფასებენ.