ჩიკაგოში ლიფტი 95-ე სართულიდან ჩამოვარდა

ჩიკაგოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამბჯენში, „ჰენკოკ ცენტრში“, 95 -ე სართულიდან ლიფტი მოწყდა, რომელშიც 6 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალიც იყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ექსპერტების ცნობით, მოძრაობის დროს ერთ-ერთი ტროსი გაწყდა, რის გამოც ლიფტი დიდი სიჩქარით დაბლა დაეშვა და მე-11 სართულის დონეზე გაიჭედა. მგზავრები ცათამბჯენის ზედა სართულზე არსებული რესტორნიდან მოდიოდნენ.