ნემცოვის მოედანი ვაშინგტონში - გამოხმაურება მოსკოვში

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის  ბორის ნემცოვის სახელის მინიჭებს გადაწყვეტილებას რუსეთში გამოეხმაურნენ. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება ვაშინგტონის ოფიციალური პირების პრეროგატივაა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება მწვავედ შეაფასა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, რიომელმაც მოედნისთვის ნემცოვის სახელის დარქმევას ბინძური აქტი უწოდა.

ნებისმიერ ქალაქს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, ვისი სახელი დაარქვას ქუჩას. მაგრამ ეს უნდა იყოს ობიექტური. ბევრი კრიმინალი იქნა ჩადენილი, როცა ნემცოვი იყო გუბერნატორი[ნიჟნი-ნოვგოროდის]. უნდა დავფიქრდეთ, ვის სახელს ვარქმევთ მოედანს ამერიკის დედაქალაქში

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. შარშან ივნისში მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი დააკავეს და 11-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.