დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრადიციულად საკუთარი გადაწყვეტილება ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, ის უკმაყოფილოა ობამას ადმინისტრაციის მიერ ლონდონის ცენტრში ამერიკის საელჩოს შენობის გაყიდვითა და ახალი საელჩოს მშენებლობით. ტრამპმა ობამას გადაწყვეტილებას ცუდი გარიგება უწოდა და აღნიშნა რომ წითელი ლენტის გასაჭრელად ის ლონდონში არ ჩავიდოდა.

საელჩოს ვებგვედზე არსებული ინფორმაციის თანახმად ლოკაციის შეცვლასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს, სანამ ობამა მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წლის ოქტომბერში გაკეთდა და მიზეზად უსაფრთხოების ზომების დაცვა დასახელდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონში თებერვლის ბოლოს ახალი საელჩოს გახსნას უნდა დასწრებოდა. ოფიციალურ ლონდონს ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.