კალიფორნიაში სტიქიის შედეგად დაკარგულების ძებნა გრძელდება

კალიფორნიის სამხეთ ნაწილში მეწერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულების რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულად 43 ადამიანი ითვლება. მათ სამძებრო ოპერაციაში 700-ზე მეტი მაშველი, მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს.

ბოლო ონფორმაციით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით საცხოვრებელი სახლი კი გაანადგურა. 1 თვის წინ ხანძარმა შტატში ბუნებრივი დამცავი ტყე გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობა გაზარდა.