ფილმის კრიტიკოსების დაჯილდოება

კრიტიკოსების დაჯილდოების სიმპატია წელს გილიერმო დელ ტოროს „წყლის ფორმამ“ დაიმსახურა. ფანტასტიკური ჟანრის ფილმს წელს გამარჯვება ორ ნომინაციაში საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი ერგო. აქვე ჰოლივუდის ვარსკვლავებმა წელს დამკვიდრებულ ტენდენციას არ უღალატეს და ოქროს გლობუსის მსგავსად შავ სამოსში გამოეწყვნენ. დაჯილდოების ფარგლებში აქტუალური თემა კვლავ თანასწორობა და სექსუალური ძალადობის საკითხები იყო.

გილიერმო დელ ტორო / რეჟისორი

„ეს წელი კინოინდუსტრიისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მე ეს ფილმი იმ ადამიანებს მივუძღვენი ვისი ხმაც ნაკლებად ისმის, ვისი სახელებიც ჩვენ არ ვიცით და რომლებიც ჩვენთვის უხილავები არიან. თუმცა ყელაზე დიდი მადლობა სამ ადამიანს ეკუთვნის, რომელთა გარეშეც ეს ფილმი არ იარსებებდა, ესენი სალი, ოქტავია და ვანესა არიან“

საუკეთესო მსახიობად კრიტიკოსებმა წელს გარი ოლდმანი ლეგენდარული უინსტონ ჩერჩილის როლისთვის დაასახელეს. საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო ამჯერად ფრანსის მაკდორმენდს ფილმისთვის „სამი ბილბორდი მისურის საზღვართან“ ერგო. თავად მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრებოდა.

გარი ოლდმანი / მსახიობი

„ფილმი „ბნელი საათი“ ჩვემთვის დაუვიწყარი გამოცდიელაბ იყო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემმა ნამუშევარმა მსგავსი გამოხმაურება გამოიწვია, ეს ყველაფერს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს“

ეიჩ ბი ოუსთვის წლევანდელი დაჯილდოების სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. „დიდი პატარა ტრუილები“ წელს არამარტო ოქროს გლობუსის, არამედ კრიტიკოსების სიმპატიაც დაიმსახურა. პროექტმა მოკლე სატელევიზიო სერიალების კატეგორიაში გაიმარჯვა. ჯილდო წელს სერიალს მსახიობებს ნიკოლ კიდმანს, ლორა დერნსა და ალექსანდრ სკაიგარდსაც ერგოთ.

ნიკოლ კიდმანი / მსახიობი

„მე ზალიან მიყვარს ჩემი საქმე და მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება ვაკეთო ის რაც სიამოვნებას მანიჭებს. ეს ჩემთვის დიდი პატივია“

დაჯილდოების ფარგლებში სპეციალური ჯილდო გადაეცა „ქალი საოცრების“ მთავარი როლის შემსრულებელს გალ გადოტს. აქვე ფილმმა სიმპატია საუკეთესო სანახაობრივი ფილმების სიაში დაიმსახურა.

გად გადოტი / მსახიობი

„მე მინდა ეს ჯილდო ყველა იმ ადამიანს მივუძღვნა, ვინც ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. მე არასოდეს შევწყვეტ ბრძოლას თანასწორობისთვის“

კრიტიკოსების დაჯილდოების ფარგლებში გამარჯვებულებს ფილმის მაუწყებლობის კრიტიკოსთა ასოცოაცია და ტელევიზიის მაუწყებლობის ჟურნალისტთა ასოციაცია ირჩევს.