მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი ამ დრომდე პირველი საავადმყოფოს რეანიიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები მუცლისა და საზარდულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.