რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი. რუსთავში ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს, დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.