ქუთაისის ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისში ბარ-რესტორან "სეზამში"კერძო დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაცვის თანამშრომელსა და ბარში შემსვლელ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინტიდენტი რესტორანში სასმელის შეტანის მოთხოვნას მოჰყვა. დაცვის დაჭრილი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.თუმცა მოგვიანებით დაშავებული კლინიკიდან გაწერეს. გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.