აბაშაში მოკლულ ახალგაზრდას მდინარე რიონში ამ დრომდე ეძებენ

ამ დრომდე 28 წლის მამაკაცის ცხედარს ეძებენ მდინარე რიონში. ირაკლი კეკელია სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 28 წლის ახალგაზრდა მოკლულია. მამაკაცი საკუთარმა მეზობელმა ორი გასროლით მოკლა და შემდეგ მდინარეში გადააგდო. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.