ხანძარი ბათუმში

ხანძარი იყო დღეს ბათუმში ბესიკის 56 ნომერში. ცეცხლი დვალიშვილების ხუთ სულიანი ოჯახის სახლზე მიშენებულ დროებით საცხოვრებელ ნაგებობას გაუჩნდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია დროებითი ნაგებობა და ტექნიკა. გამოძიება 187ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.