აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წელი მიუსაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებას მუხთარლის უფლებადამცველი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მუხთარლისთვის პატიმრობის მისჯა შესაძლოა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ერთობლივი გადაწყვეტილება იყოს. ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოსაც მიმართავს.