ფინანსთა მინისტრის შეხვედრა გერმანიის ელჩთან

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობა, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის, ასევე გერმანიის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ ჰაიკე ფაიჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.