ტრამპმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა

დონალდ ტრამპმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა, აქვე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არსებული სანქციების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციები, 2015 წელს "ისტორიული ბირთვული შეთანხმების" გაფორმების შემდეგ დროებით გაუქმდა. დონალდ ტრამპი თვლის, რომ არსებული შეთანხმება არახელსაყრელია და გადახედვას საჭიროებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია უცვლელია და სანქციების შეჩერების ვადა მხოლოდ იმიტომ გაახანგრძლივა, რომ ევროპელ პარტნიორებს ბირთვული შეთანხმების ხარვეზებზე მუშაობის დრო ქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ გაერო პირობების გადახედვაზე უარს იტყვის, ტრამპი ისტორიული შეთანხმებიდან გავა. აქვე აღსანიშნავია, რომ დაატებითი სანქციები 14 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას დაუწესდა.

ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ ვაშინგტონში ირანის წინააღმდეგ მომზადებული დამატებითი სანქციები ისტორიული ბირთვული გარიგების შესრულებას უქმნის საფრთხეს.