იაპონიაში ქათმის გრიპს ებრძვიან

იაპონიაში ქათმის გრიპის ვირუსით დაავადებული 91 ათასი ქათამი გაანადგურეს. შემთხვევას გამოეხმაურა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მისი თქმით ქათმის გრიპი თავდაპირველად რამდენიმე ფერმაში დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ქათმების განადგურების ოპერაციაში 750 ადამიანი მონაწილეობდა. ეს 2018 წელს ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა, რომელიც ვირუსის აღმოსაფხვრელად ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ზამთრის მანძილზე ეს ქათმის გრიპის პირველი შემთხვევაა. ბოლოს ქათმის გრიპი ეს იაპონიაში გასული წლის მარტში დაფიქსირდა. აქვე 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტამდე ქვეყანაში მილიონი ქათამი გაანადგურეს.