ლეონადრო დიკაპრიო ტარანტინოს ახალ ფილმში

ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილში ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით ფილმში მოქმედება ჩარლზ მენსონის მკვლელობების გარშემო ვითარდება. როგორც ირკვევა ოსკაროსანი მსახიობი ფილმში თავად მენსონის როლს არ შეასრულებს, ამჯერად დიკაპრიო წარუმატებელი მსახიობის როლს მოირგებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ფილმის შინაარსი, თუმცა თავად ტარანტიონომ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ახალი ნამუშევარი ბიოგრაფიული ხასიათის არ იქნება და 1969 წლის ზაფხულის მოვლენებს ასახავს, როდესაც მენსონის მიმდევრებმა სამხრეთ კალიფორნიაში  რამოდენიმე ადამიანი მოკლეს. ჩარლზ მენსონი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე იყო. მენსონს სამუდამო პატიმრობა ქონდა მისჯილი, ის 83 წლის ასაკში გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება. ეს თარიღი სიმბოლურია, რადგან 50 წლის წინ სწორედ ამ დღეს მენსონმა მსახიობი შერონ ტეიტი და მისი ოთხი მეგობარი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით ტეიტის როლი უკვე შესთავაზეს მარგო რობის. როგორც ირკვევა ფილმით ისეთი მსახიობები არიან დაინტერესებული, როგრებიც ტომ კრუზი, ბრედ პიტი და ალ პაჩინო არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი იქნება პირველი, რომელსაც ტარანტინო ვაინშტაინის კომპანიის გარეშე გადაიღებს.