ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეა

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პრეზიდენტის თანამდებობაზე წელს კენჭს 8 კანდიდატი იყრის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამარჯვებული სავარაუდოდ მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება. საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა ქვეყნის პირველმა პირმა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს.

ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება რვა მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს, აქვე ჩეხეთის პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ამ დროისთვის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას სირთულეები მეორე ტურში შეხვდება, სადაც ის მთავარ მოწინააღმდეგეს 68 წლის ირჟი დრაგოშს დაუპირისპირედება. იმ შემთხვევაში თუ ხმების 50%-ზე მეტს ვერავინ დააგროვებს, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.