საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთის მატჩზე დასწრების უფლება მიეცათ

საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ისე მარტოც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში გაიმართა. ეს პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ქვეყნის მოდერნიზაციისკენ გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მარტში დაწყებული პროგრამის შემდეგ, ქალებს უკვე კინოთეატრებში მისვლაც შეუძლიათ. გასული წლის სექტემბრის ბოლოს მათ მართვის მოწმობების აღებისა და ავტომობილების მართვის უფლებაც მისცეს.

ბოლო თვეების მანძილზე საუდის არაბეთში რამოდენიმე ძირეული ცვლილება განხორციელდა, რაც კონსერვატიული მუსლიმური ქვეყნისთვის პროგრესული ტენდენციის დასაწყისია. პრინცის რეფორმებს პოზიტირად აფასებს საუდის არაბეთის ახალგაზრდობა და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო დამკვიდრებული, ქვეყანაში ქალების პროგრესს შეუშალა ხელი.