ნიუ იორკის პროკურორი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა ჰარვი და ბობ ვაინშტაინების, ასევე მათი კინოკომპანიის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. პროკურორის მტკიცებით, კომპანია თავის თანამშრომლებს გენდერული ნიშნით შევიწროვებისგან არ იცავდა, რაც ნიუ იორკის კანონებით, დანაშაულია. პროკურორის ბიურო ამ საქმეზე გამოძიებას 4 თვის განმავლობაში აწარმოებდა.პროკურორმა სარჩელი ვაინშტაინების კომპანიის გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანა. კომპანიის ღირებულება ნახევარი მილიარდი დოლარია. პროკურორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ მართავდნენ ბიზნესს ვაინშტაინები. მაგალითად, კომპანიაში არსებობდა ჰარვი ვაინშტაინის მიდრეკილებების სია, რომელსაც კომპანიაში ვაინშტაინის ბიბლიას ეძახდნენ.ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი  არა ერთმა მსახიობმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.