უმცროს ტრამპს თეთრი ფხვნილი გაუგზავნეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი მიიღო, რომელიც მისმა  მეუღლემ ვანესა ტრამპმა გახსნა. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ამერიკულმა მედიამ გაავრცელა, მოგვიაებით პოლიციაშიც დაადასტურეს, უმცროსმა დონალდ ტრამპმა კი განცხადება თვითერით გააკეთა. ვანესა ტრამპი საავადმყოფოში გამოსაკვლევად გადაუყვანეს, თუმცა აღინიშნა, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ პროფილაქტიკური ზომაა.კონვერტი და ფხვნილი, რომელიც ვანესა ტრამპმა მანჰეტენზე თავის ბინაში ფოსტით მიიღო, ახლა ექსპერტიზას გადის. ვარაუდობენ, რომ ფხვნილი რაიმე საშიშროებას არ წარმოადგენს. უმცროსმა დონალდ ტრამპმა კი, რომლის სახელზეც იყო გაგზავნილი კონვერტი, თვითერში დაწერა, რომ ნამდვილად გულისამრევია, როცა ზოგიერთი ადამიანი ცდილობს თავისი შეხედულებები ასეთი საშინელი ფორმით გამოხატოს.