სარკინიგზო კატასტროფა ავსტრიაში

ავსტრიაში სარკინიგზო კატასტროფას ერთი ქალის სიციცხლე შეეწირა, კიდევ 22 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის 3 ბავშვია. სამგზავრო შემადგენლობა, რომელიც გრაციდან გერმანულ საარბრიუკენში მიემართებოდა სადგურ ნიკლასდორფთან საგარეუბნო ელექტრომატარებელს დაეჯახა. მატარებელმა სერიოზული დაზიანება მიიღო, ვაგონების უმეტესობა რელსებიდან გადავარდა.ავარიის მიზეზი დგინდება. ორივე მატარებლის მემანქანე სააავდმყოფოშია გადაყვანილი. პოლიცია მომხდარის გამო კომენტარს არ აკეთებს.