მოზარდების მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს 51-ე სკოლის დირექტორი ასევე  ამავე სკოლის სასწავლო ნაწილი დაიკითხება. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს დირექტორთან უამრავი შეკითხვა აქვს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. დაცვის მხარე კვლავ გამოძიების არასრულ ჩატარებაზე აპელირებს. ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატების თქმით, არაერთი მოწმის ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა და რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე მიუთითებს.