ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - დეკანოზი პატიმრობაში რჩება

ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინტსანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. სასამართლოს სხდომას თავად მსჯავრდებული არ ესწრებოდა