მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი ვარშავაში

მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი განსაცდელი ელის.   ირაკლი შოთაძის უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს. მთავარ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვს და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებს. ამ წუთებში კი უკრაინიდან გაძევებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარშავაში მედიის წარმომადგენლებს ხვდება.