სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის დეფორმაციის კვლევა.სტივენ ჰოკინგის ცხოვრება დაედო საფუძვლად ბიოგრაფიულ ფილმს „ყველაფრის თეორია“, რომელშიც ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს. თავად პროფესორო ჰოკინგი ამბობდა, რომ სამყაროსგან არაფერი დარჩებოდა, ის დასახლებული რომ არ ყოფილიყო.