ლონდონში ბერეზოვსკის პარტნიორის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ

ლონდონში საკუთარ სახლში ბორის ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორი, 68 წლის ნიკოლაი გლუშკოვი გარდაიცვალა. ცხედარი გარდაცვლილის ქალიშვილმა იპოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გლუშკოვს სხეულზე გაგუდვის კვალი ჰქონდა.ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების ფაქტს სკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული განყოფილება იძიებს. პოლიციაში გარდაცვალების მიზეზს აუხსნელი უწოდეს. პოლიციაში ასევე ითქვა, რომ ამ დროისთვის ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალებასა და 10 დღით ადრე ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლას შორის კავშირი აღმოჩენილი არ არის.ნიკოლია გლუშკოვი ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი იყო. თავად ბერეზოვსკიც 5 წლის წინ ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს. ოფოციალური ვერსიით, ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა.