პერფორმანსი ფეხსაცმლით ვაშინგტონში

რამდენიმე ათასი წყვილი ფეხსაცმელი გამოიტანეს ვაშინგტონში, კაპოტოლიუმის წინ აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორებმა, რითაც ამერიკაში მოკლული ბავშვების ხსოვნას მიაგეს პატივი. აქცია ორგანიზაცია „ავააზის“ მიერ იყო მოწყობილი. აქტივისტები ამბობენ, რომ ფეხსაცმელები მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეაგროვეს.ისინი ამბობენ, რომ ამ აქციით  ხელისუფლების ყურადღების მიქცევა სურთ, რათა კონგრესმა იარაღის შესახებ არსებული კანონმდებლობა გაამკაცროს.