ორი ჟურნალისტის განცხადება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადასცემენ, ამბობს ოსი ჟურნალისტი თემურ ცხურბატი. “ზუსტდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ დაუბრუნებენ, ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი”, - განაცხადა ჟურნალისტმა.