მორიგი დაკავება საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით

მორიგი დაკავება საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიორგი ზარანდიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. გუშინ ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს. ზარანდიას მიმართ ე.წ. პროკურატურაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.