ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

ლიბიაში დაკავებული ერთი ქართველი მეზღვაური თავისუფალია, სამი კი პატიმრობაში რჩება. ნუკრი ხოხბა საქართველოში დღეს დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტში მეზრვაურს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი  ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე  საბრალდებო პალატას გადაეცა. ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.