მოზარდების მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი იკითხება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოზე ორი მოწმე ჰყავს წარდგენილი. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე კვლავ ელოდება სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებების გადაცემას, რათა საკუთარი ექსპერტიზა ჩაატაროს.