ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახნილია

3 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გუშინ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. მამაკაცი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციაში იმყოფება.