13-მა ოპოზიციურმა პარტიამ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართა

ოპოზიცია საყდრისის გადარჩენისთვის ერთიანდება. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთობლივი განცხადებით ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს.  საუბარია სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემაზე აუქციონის გამოცხადებაზე. განცხადებაში ხელმომწერები ეჭვს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მიზანია კომპანია “RMG Gold”- ს სამართლებრივად დაუდასტურონ მის მიერ უკვე მისი სარგებლობის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით დაწყებული სამუშაოები.