ტრამპის კედელი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიაში ვიზიტის ფარგლებში სამშენებლო მოედანს ესტუმრა სადაც მექსიკასთან სასაზღვრო კედლის მაკეტებია წარმოდგენილი. ორ ქვეყანას შორის გამყოფი კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტი თვლის, რომ ნამდვილი კედელი არალეგალური მიგრაციის და ნარკოტრაფიკის 99 პროცენტს შეაჩერებს. ექსპერტების შეფასებით, საზღვრის მთელ სიგრძეზე კედლის მშენებლობა დაახლებით 25 მილიარდი დოლარი დაჯდება.პარალელურად საპროტესო აქცია გაიმართა საზღვრის მეორე მხარეს. მექსიკელები ამბობე, რომ ვერანაირი კედელი მიგრაციას ვერ შეაჩერებს.