ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს გერმანიის კანცლერად. გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატთა უმრავლესობამ ქრისტიან დემოკრატთა ლიდერს დაუჭირა მხარი. მერკელმა 364 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც 9 ხმით მეტია აუცილებელ მინიმუმზე.