თევდორე მღვდლის ქუჩაზე საკვები პროდუქტის საწყობი დაიწვა

მორიგი ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე. ცეცხლი ამჯერად სავაჭრო ობიექტის საწყობებს გაუჩნდა. დამწვარია 600 კვადრატული მეტრი ფართობი.საწყობში ძირითადად საკვები პროდუქტი ინახებოდა. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს რამდენიმე საათი დასჭირდათ. ადგილზე მობილიზებული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო მანქანა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.