აბორტის მოწინააღმდეგეთა მარში ვარშავაში

ვარშავაში ათი ათასზე მეტი ადამიანი გავიდა აბორტების საწინააღმდეგო მარშზე. მსვლელობა პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით გაიმართა. მანიფესტანტებმა აქციაზე ქალთა თავშესაფრებისთვის ბავშვთა კვება და პირველადი საჭიროების ნივთები შეაგროვეს.

მარში დილის ლიტურგიის შემდეგ დაიწყო, რომელზეც ვარშავის მიტროპოლიტმა, კარდინალმა კაზიმირ ნიჩმა მორწმუნეებს მოუწოდა, ქუჩებში გასულიყვნენ და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობაზე განეცხადებინათ. ამ დროისთვის პოლონეთში ქალებს აბორტის გაკეთება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ, რის გამოც ქვეყანაში ყოველწლიურად ათი ათასობით არალეგალური აბორტი კეთდება.