დამასკოში რუსი დეპუტატები ჩავიდნენ

სირიის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სულ მცირე 400 მილიარდი დოლარი დაჯდება. ეს რიცხვი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა რუს პარლამენტარებთან შეხვედრის დროს დაასახელა. რუსი პოლიტიკოსები დამასკოში დასავლური კოალიციის ავიაიერიშის შემდეგ ჩავიდნენ და აცხადებენ, რომ სარაკეტო დაბომბვამ მათი დღის წესრიგი ვერ შეცვალა.

ანდრეი ტურჩაკი, რუსეთს ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სამხედრო ამოცანების გადაჭრის შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკური საკითხები წამოიწევს. ამ შემთხვევაშიც სირიას შეუძლია რუსული კომპანიების და რუსული ბიზნესისის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

რუსმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ამიერიდამ რუსეთი სირიას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამშენებლო ტექნიკითაც დაეხმარება. ბაშარ ასადმა კი განაცხადა რომ ქვეყნის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი იქნება და სულ მცირე 15 წელი დასჭირდება.