ბორის ჯონსონი რუსეთს და სირიას აფრთხილებს

სამხედრიო იერიში სირიაზე რუსეთისთვის ნიშანი უნდა იყოს, რომ ბაშარ ალ ასადს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება აიძულოს. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. ჯონსონმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მისი ქვეყანა სირიაზე ახალი იერიშის მიტანის შესაძლებლობას არ განიხილავს. 

ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

იმედი მაქვს, რომ ეს იერიში შემაკავებელი ფაქტორი გახდება ასადისთვის. რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ სირიელი ხალხი აღარასოდეს დაიტანჯება ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. მაგრამ თუკი ასადი კვლავ გამოიჩენს სისასტიკეს, კოლეგებთან ერთად მასშტაბური საპასუხო ნაბიჯების განხილვა მოგვიწევს.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, სარაკეტო იერიში უარყოფითად შეაფასა ბრიტანელების 40-მა პროცენტმა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა კი თქვა, რომ იერიშის მიტანამდე პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარლამენტში უნდა გაევლო კონსულტაცია.